შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოვაკიმე (დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი)![]()
ბიოგრაფიადასავლეთ საქართველოს (აფხაზეთის) კათალიკოსი დაახლოებით XV საუკუნის 70-იან წლებში, ცაიშელ-ბედიელი (ცაიშისა და ბედიის მთავარეპისკოპოსი). დასავლეთ საქართველოს მაშინდელი პოლიტიკური მმართველების - ბაგრატ IV დადიანისა და გურიელის სურვილით კათოლიკოსად აკურთხა არა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, არამედ დასავლეთ საქართველოში შემთხვევით ჩამოსულმა იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქმა მიქაელმა (1470/1474—1484 წწ.). ამ აქტით მათ ხელი შეუწყვეს საქართველოში პოლიტიკური განკერძოებულობის გაღრმავებას. იოვაკიმეს კათოლიკოსად დადგენასთან დაკავშირებით პატრიარქ მიქაელის სახელით შედგა კანონიკური ძეგლი "მცნებაი სასჯულოი", რომელიც განსაზღვრავდა და აწესრიგებდა სრულიად აფხაზეთის კათოლიკოსის იურისდიქციას, მოქმედ საეკლესიო დისციპლინურ და რელიგიურ-სარწმუნოებრივ ნორმებს, სასჯელს და სხვა. წყაროებში იოვაკიმე დახასიათებულია როგორც საეკლესიო საქმეების ენერგიული გამგებელი, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა საკუთრივ აფხაზეთში ქრისტიანული რელიგიის დანერგვა-განმტკიცებისათვის. იოვაკიმეს ამაგი დაუდვია იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრისთვის, ამის გამო იქ საუკუნო აღაპი დაუწესეს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 195
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |