შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოვანე მელი![]()
ბიოგრაფიაიოვანე მელის გადაწერილია წმინდანთა ცხოვრების კრებული, რომელიც ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანებს შეიცავს. წიგნი (24,3x18 სმ) ეტრატზე კუთხოვანი, საკმაოდ მსხვილხაზოვანი ნუსხურით ერთ სვეტადაა ნაწერი. საზედაო ასოები, ყოველი თხზულების პირველი სტრიქონები და თავსამკაულები შინდისფერი მელნითაა შესრულებული. წიგნის მთელი გაფორმება იოვანე მელს ეკუთვნის. მორთულობა მარტივი და უპრეტენზიოა. ტექსტისა და სამკაულების შესრულება კალიგრაფის მაღალ პროფესიულ დონეზე მიუთითებს. XI საუკუნის ქართველი კალიგრაფი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 195
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |