The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მაევსკი

გიორგი მაევსკი
დაბადების თარიღი:14 აპრილი, 1911
გარდაცვ. თარიღი:7 ივლისი, 1977  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ჩოჩეთი, ახლანდელი კასპის რაიონი.

დაამთავრა ამიერკავკასიის ჰიდროტექნიკური ტექნიკუმი 1929 წელს; დაუსწრებლად კიევის სამშენებლო ინსტიტუტი - 1931 წელს; სსრკ ელექტროსადგურების სამინისტროს ენერგეტიკული აკადემია - 1954 წელს.

1929-1933წწ. მუშაობდა დნეპროჰესის მშენებლობაზე ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად; 1933-1939წწ. - ბაქსანმშენის (ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური რესპუბლიკა) კაშხლის მთავარი კვანძის უფროსი; 1939-1949წწ. - ხრამჰეს-1-ის, სამგორის ჰესებისა და ყარაბულხაჰესის მშენებლობების უფროსი; 1954-1965წწ. - სიონჰესის მშენებლობის უფროსი; 1965-1967წწ. - ასუანის მაღლივი კაშხლის (არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა) მშენებლობის უფროსი სპეციალისტი; 1967-1971წწ. - ენგურჰესის ჯერ მშენებლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ - მშენებარე ჰესის დირექციის მთავარი ინჟინერი; დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლებით.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.344; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.204

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1946-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1951 - სსრკ სახელმწიფო პრემია (ჯგუფთან ერთად)
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: