Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოვანე ფუკარალისძე![]()
Biographyიოვანე ფუკარალისძე არის ე. წ. ტბეთის მეორე ოთხთავისა და წყართოსთავის სახარების ერთ-ერთი გადამწერი. მოღვაწეობდა სამხრეთ საქართველოში. ოთხთავი გადაწერილია სავარაუდოდ 1161 წელს, გიორგი III -ის მეფობის პერიოდში, ტბეთის ეპისკოპოსის პავლე მტბევარის დაკვეთით. იოვანე ფუკარალისძეს წიგნის ბოლო ნაწილი, 279-318 ფურცლები, გადაუწერია, რომლებიც ზანდუკს (სარჩევს) შეიცავს. წყაროსთავის სახარება (25,1x17,9 სმ) გადაწერილია 1195 წელს იოანე საფარელ-მტბევარის ბრძანებით. გადაწერაში გიორგი სათაისძეც მონაწილეობდა. წიგნში ჩართული მახარებელთა გამოსახულებები სხვას შეუსრულებია. სახარება ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილ ვერცხლის ყდაშია ჩასმული. ორივე კალიგრაფის ხელი ძალიან ჰგავს ტბეთის ოთხთავის იოვანესეულ ნაწილს და მათი გარჩევა ერთმანეთისაგან ძნელია. სახარების ტექსტი კლასიკური ნუსხურით ორ სვეტადაა გადაწერილი, ზომიერად დახრილი ხელით. ასოები მკაფიოა, ნაწერი-მშვიდი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 195
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |