The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე რუსინოვი

ივანე რუსინოვი
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1909
გარდაცვ. თარიღი:14 ივლისი, 1997  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პავლოვსკი პოსადი -  რეგიონალური დაქვემდებარების ქალაქი მოსკოვის ოლქის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.

დაამთავრა მოსკოვის აკადემიის მცირე თეატრის სტუდია 1930 წელს.

1930-1952წწ. მოღვაწეობდა მოსკოვის, ვიატკის, როსტოვის, სამარის, კრასნოიარსკის, ნორილსკისა და სხვა თეატრებში; 1952-1961წწ. თბილისის ა. გრიბოედოვის სახ. თეატრის, ხოლო 1961-დან მოსკოვის სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი იყო. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, სასიამოვნო ტემბრის ხმით, აქტიორული ტემპერამენტით; ჰეროიკული პლანის მსახიობი იყო; მნიშვნელოვანი როლები: რომეო, ორსინო, მალკოლმი, კასიო (შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "მეთორმეტე ღამე", "მაკბეთი", "ოტელო"), კარლ მოორი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ვრონსკი (ლ. ტოლსტოის "ანა კარენინა"), კიკვიძე (ვ. დარასელის "კიკვიძე"), ფერდინანდი (ფ. შილერის "ვერაგობა და სიყვარული"), ჩაცკი (ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან"), შერვინსკი (მ. ბულგაკოვის "ტურბინთა დღეები") და სხვა. მონაწილეობდა ლიტერატურულ საღამოებში; გამოდიოდა ესტრადაზე როგორც მხატვრული კითხვის ოსტატი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.758; http://ru.wikipedia.org/wiki/Русинов,_Иван_Николаевич

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: