The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეო რჩეულიშვილი

ლეო რჩეულიშვილი
Legal name:ლევან რჩეულიშვილი
Date of birth:27 February, 1909
Date of death:1986  (at 76 years)
Category:Engineer, Historian, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, კასპის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1932 წელს.

1936 წლიდან იყო ხელოვნების მუზეუმის "მეტეხის", 1941-1986წწ. - ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1954-1986წწ. - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, პროფესორი; იკვლევდა შუა საუკუნეების საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრებას, XX საუკუნის ქართველ მხატვართა შემოქმედებას. ვ. ბერიძესა და ზ. ქურდიანთან ერთად გამოსცა წიგნი "თბილისი" (რუს. ენაზე, მოსკოვი, 1951), არქიტექტურის ისტორიკოსთა ჯგუფთან ერთად მოამზადა მონოგრაფია "თბილისის მეტეხის ტაძარი" (თბ., 1969); გამოკვლეული აქვს 1930-იან წლებში განადგურებული ე. წ. "გუბერნატორის სახლი" (ახლანდელი ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე), საგანგებოდ შეისწავლა ძველი თბილისის სახე ე. ახვლედიანის შემოქმედებაში (ე. ახვლედიანის "ძველი თბილისი", თბ., 1965); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ხელოვნების ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.758; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.494; ჩუბინაშვილის ცენტრის ვებ გვერდი: gch-centre.ge

Awards and Honors

  • 1954 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: