შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზანქელ ზორაბაბელი![]()
ბიოგრაფიაზანქელ ზორაბაბელი იყო ("ქართლის ცხოვრების" ვახტანგისეული რედაქციის ნუსხებით: ზანქან), თბილისელი ებრაელი დიდვაჭარი XII საუკუნის II ნახევარში. თამარის პირველი ისტორიკოსის ცნობით გაიგზავნა ჩრდილოეთ კავკასიაში თამარის საქმროს ჩამოსაყვანად. მან სწრაფად შეასრულა დავალება და საქართველოში ჩამოიყვანა ვლადიმირ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრია ბოგოლიუბსკის ვაჟი იური(გიორგი), რომელიც, საკუთარი სამფლობელოდან გაძევებული, ყივჩაყთა ქალაქ სევინჯში (სუნჯაში) იყო თავშეფარებული. თამარის მეორე ისტორიკოსის ბასილი ეზოსმოძღვრის აზრით, ეს გადაწყვეტილებაც ნაჩქარევი იყო და ზანქელ ზორაბაბელიც არ შეესაბამებოდა ასეთი მნიშვნელოვანი დავალების შემსრულებლის დონეს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.309
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |