The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ზარდალიშვილი

დაბადების თარიღი:8 სექტემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:7 აგვისტო, 2014  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1952 წელს.

1952–1977 წლებში მუშაობდა საქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში აგროქიმიის განყოფილების გამგედ, შემდეგ დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო ნაწილში. 1977–1981 წლებში იყო აგროქიმიის მომსახურების საკავშირო ინსტიტუტის თბილისის ფილიალის დირექტორი, 1982–1992 წლებში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმიის კათედრის გამგე. ოთარ ზარდალიშვილმა გამოიკვლია აზოტის მიმოქცევა საქართველოს მიწათმოქმედებაში, დასახა მისი რეგულირების გზები. შეისწავლა საქართველოს ნიადაგებში მიკროელემენტების შემცველობის კანონზომიერებანი, დაადგინა მიკროსასუქების გამოყენების პირობები. ავტორია 10 მონოგრაფიული და მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1984 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისტის აგრონომიის ფაკულტეტის აგროეკოლოგიის დეპარტამენტის აგროქიიმის განყოფილების სრული პროფესორი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1973). პროფესორი (1980). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აგროქიმიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.311; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.353

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია , ნამდვილი წევრი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტთა აღზრდასა და განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვისთვის
  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: