შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი სამხარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პირველი ფერსათი, ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი 1936 წელს. 1942-1944წწ. იყო გაზეთი "ინდუსტრიული ქუთაისის" პასუხისმგებელი მდივანი; 1944-1955წწ. საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილების პასუხისმგებელი მდივანი; 1958 წლიდან ქუთაისის დრამატული თეატრის დირექტორი. პირველი პოეტური კრებული "საქართველოს ლაჟვარდები" გამოაქვეყნა (1947). მას ეკუთვნის შემდეგი კრებულები: "ლექსები" (1952), "სიყვარულის თაიგული" (1957), "სიცოცხლის ძახილი" (1960), "ლექსები" (1972), "რჩეული"(1974), "სიახლოვე" (1979) და სხვა.; "ვ. ლენინის სახე ქართულ ხალხურ პოეზიაში" (1957), "რუსთაველი და თანამედროვე ქართული პოეზია" (1966), "საქართველო ხალხურ პოეზიაში" (1972) და სხვა. ლექსები თარგმნილია რუსულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, ოსურ ენებზე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.51 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |