The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ სამხარაძე

ზურაბ სამხარაძე
დაბადების თარიღი:18 თებერვალი, 1934
გარდაცვ. თარიღი:აპრილი, 2013  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1959 წელს.

1960 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მუშაობდა დაზგურ ფერწერაში. ცნობილია როგორც პორტრეტისტი: "იაკობ გოგებაშვილი" (1976, გამომცემლობა განათლება). "იაკობ ცურტაველი" (1978, საქართველოს ლიტერატურული მუზეუმი), "დავით გურამიშვილი" (1983, საქართველოს სურათების სახელმწიფო გალერეა) და სხვა. ავტორია ტანძიის სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ექსპოზიციისა. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა ქალაქის მუზეუმებში. პროფესორი (1984), ფერმწერი, გრაფიკოსი, პორტრეტისტი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.51

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: