The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა ხერხეულიძე

შალვა ხერხეულიძე
Date of birth:21 May, 1908
Date of death:20 April, 1993  (at 84 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო.

დაამთავრა ქუთაისის ინდუსტრიული ტექნიკუმი; შემდგომ წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო ინდუსტრიულ ინსტიტუტში.

1925 წლიდან მონაწილეობდა სახალხო თეატრებსა და მუშათა კლუბების სპექტაკლებში. პროფესიულ სასცენო მოღვაწეობას ეწეოდა 1933 წლიდან; მუშაობდა ფოთის, სიღნაღის, ხაშურის, ბორჯომის სახელმწიფო თეატრებსა და 1933-1940წწ. ბაქოს ქართველთა თეატრში; 1941-1940წწ. გორის სახელმწიფო თეატრში; 1981 წლიდან იყო თბილისის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს 250-მდე როლი: მ. შ. სოლეიმანი, ოთარბეგი, ანანია (სუმბათაშვილის "ღალატი"); პეტრუჩიო (შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება"); პრეზიდენტი, ჰოფმარშალი (შილერის "ვერაგობა და სიყვარული"); ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"); ფიცილა (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"); პეპო (სუნდუკიანის "პეპო"); თედუა (მ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები"); ავეტიქა, გიჟუა (ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ") და სხვ.; 1954 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. შესრულებული აქვს როლები: მღვდელი ტროფონი ("მაგდანას ლურჯა"); მეწისქვილე ("კეთილი ადამიანები"); ამბაკო ("მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"); დავითი ("ქალაქი ადრე იღვიძებს"); თიბო ("დიდედები და შვილიშვილები"); მიხო ("ღიმილის ბიჭები"); ეპისკოპოსი ("ეპისკოპოსი ნადირობაზე"); ფოტოგრაფი ("ჩემი არდადაგები"); ასიკო ("წყარო გზის პირას"); თავადი ("კოლხური ბალადა"); შალვა დევნოსაძე ("მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი)"); ავქსენტი ოდიშარია ("ყოჩაღ პაპებო"); ვარდენი ("გამოაღეთ ფანჯრები"); თაქთაქიშვილი ("წიგნი ფიცისა"); მჭედელი კოლა ("მჭედელი"); უსტაბაში ("სამი ალიყური"); თავადი ყარაშვილი ("ხარება და გოგია") და სხვ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.473

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: