The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ზარდალიშვილი

შოთა ზარდალიშვილი
Date of birth:15 August, 1922
Date of death:26 April, 1996  (at 73 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა კიევის საარტილერიო სასწავლებელი 1942 წელს. თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი (ახლანდელი ილიას უნივერსიტეტი) დაუსწრებლად 1957 წელს.

1940 წლიდან წითელი არმიის რიგებში მსახურობდა. II მსოფლიო ომის(1939–1945) დროს იბრძოდა სტეპის და უკრაინის II ფრონტებზე; მონაწილეობდა უნგრეთისა და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლებაში, იყო ასეულის, ბატალიონის მეთაური. 1950 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, 1976–1985 წლებში იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1985 წელს თადარიგში გავიდა. გენერალ-მაიორი (1977). დაჯილდოებულია 5 ორდენით და 14 მედლით, სახელმწიფო უშიშროების საპატიო თანამშრომელი (1967).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.311; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.245

Awards and Honors

  • 1995 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

Share: