The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ სანაძე

ვლადიმერ სანაძე
დაბადების თარიღი:18 სექტემბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:ივლისი, 1990  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1946 წელს.

1950 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლითონებისა და სამთო საქმის ინსტიტუტში, 1953 წლიდან ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი ფიზიკის კათედრის გამგე. 1958 წლიდან სამეცნიერო-საპრობლემო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. უმთავრესად მუშაობდა მყარი სხეულის ფიზიკის დარგში. დაამუშავა სტრუქტურული ანალიზის ახალი პირდაპირი მეთოდი და სხვა. ფიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.77

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი

გააზიარე: