The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე სარიშვილი

დაბადების თარიღი:11 დეკემბერი, 1912
გარდაცვ. თარიღი:5 ივნისი, 1977  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1932 წელს.

1937 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგთმცოდნეობის კათედრის დოცენტი იყო, ხოლო 1938-1975წწ. აგროქიმიის კათედრის გამგე, 1949-1956წწ. აგრონომიის ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1956-1974წწ. ამავე ინსტიტუტის რექტორი, 1974 წლიდან სსრკ აგროქიმიის მომსახურების ცენტრალური ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის დირექტორი. საქართველოში პირველმა შეადგინა აგროქიმიის კარტოგრამა: გამოიკვლია წითელმიწა ნიადაგების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, შეისწავლა საქართველოში ტენიანი სუბტროპიკული ზონის ნიადაგების ბუნება, ნიადაგის მიკროელემენტებით განოყიერება და სხვა. აგროქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1948). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.107

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლენინის სახელობის საკავშირო სასოფლო-სამეურნეო მეცნიერების აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1972-)
  • საქართველოს სსრ IV-IX მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი
  • სკკპ, წევრი (1940-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: