Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე სარიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ასკანა, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1932 წელს. 1937 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგთმცოდნეობის კათედრის დოცენტი იყო, ხოლო 1938-1975წწ. აგროქიმიის კათედრის გამგე, 1949-1956წწ. აგრონომიის ფაკულტეტის დეკანი, ხოლო 1956-1974წწ. ამავე ინსტიტუტის რექტორი, 1974 წლიდან სსრკ აგროქიმიის მომსახურების ცენტრალური ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის დირექტორი. საქართველოში პირველმა შეადგინა აგროქიმიის კარტოგრამა: გამოიკვლია წითელმიწა ნიადაგების თეორიული და პრაქტიკული საკითხები, შეისწავლა საქართველოში ტენიანი სუბტროპიკული ზონის ნიადაგების ბუნება, ნიადაგის მიკროელემენტებით განოყიერება და სხვა. აგროქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1948). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.107 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |