შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ იოფე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხარკოვი, უკრაინა. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მიწვეული იყო ხარკოვის ტ. შევჩენკოს სახელობის თეატრის დასში; შემდეგ მუშაობდა ლუგანსკის დრამატულ თეატრში; 1966 წლიდან 30 წლის განმავლობაში იყო თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "ზოია რუხაძე" (1971), "ჩემი მეგობარი ძია ვანია" (1978), "წარსული მუდამ ჩვენთანაა" (1989), "მერცხლები და ბეღურები" (1991) და სხვ. წყარო: kino-teatr.ru; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |