შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი რცხილაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (ახლანდ. კ. ტიმირიაზევის სახ. სასოფლო-სამეურნეო აკადემია) 1916 წელს. 1929-1939წწ. სხვადასხვა სამეცნიერო-პადაგოგიური და ადმინისტრაციული თანამდებობა ეკავა; 1939-1955წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის პროფესორად; 1946-1959წწ. - საქართველოს ზოოტექნიკურ-ვეტერინარული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო აკადემია) საკვებპროდუქტების განყოფილების გამგედ; სწავლობდა საქართველოში მეცხოველეობის საკვები ბაზის ორგანიზაციის პრობლემებს, სოფლის მეურნეობის სპეციალიზაციის საკითხებს და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; აგრონომი; საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ერთ-ერთი ფუძემდებელი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.759 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |