The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აბრამ მაზმიშვილი

დაბადების თარიღი:16 ოქტომბერი, 1898
გარდაცვ. თარიღი:5 ოქტომბერი, 1978  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის სამიჯნო ინსტიტუტი 1930 წელს.

1932 წელს იყო სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტის, მათ შორის მოსკოვის გეოდეზიური ინსტიტუტის დირექტორი (1936 წლიდან მოსკოვის გეოდეზიური აეროფოტოაგეგმვისა და კარტოგრაფიის ინჟინერთა ინსტიტუტი) და კათედრის გამგე: 1952 წლიდან კითხულობდა ლექციებს მოსკოვის სამთო ინსტიტუტში. მისი სამეცნიერო შრომებიდან აღსანიშნავია ფუნდამენტური გამოკვლევა უმცირეს კვადრატთა მეთოდის შესახებ. გეოდეზისტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1950). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ. 349

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1927-)

გააზიარე: