The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი მათიკაშვილი

დაბადების თარიღი:16 დეკემბერი, 1898
გარდაცვ. თარიღი:11 მაისი, 1968  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, ვეტერინარი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, ახლანდელი საგარეჯოს რაიონი. 

დაამთავრა დონის (ნოვოჩერკასკის) სავეტერინარო ინსტიტუტი 1928 წელს.

1929-1945წწ. საქართველოს ექსპერიმენტალური ვეტერინარიის სახელმწიფო ინსტიტუტის პროტოზოოლოგიიის ლაბორატორიის გამგე იყო. პარალელურად, 1934 წლიდან საქართველოს ზოოვეტერინალური ინსტიტუტის პარაზიტოლოგიის კათედრის ლექტორი, 1959 წლიდან გარდაცვალებამდე ამავე კათედრის გამგე. იკვლევდა სას.-სამ. ცხოველთა პიროპლაზმიდოზებს. ავტორია სახელმძღვანელოებისა: "სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა პროტოზოოლოგია, არაქნოლოგია-ენტომოლოგიით" (1936), "ვეტერინალური პროტოზოოლოგია (არაქნოენტომოლოგიით)" 1958 წელს. ექიმი-ვეტერინარი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1955). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.357; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.462

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: