შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა მათიკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ყვარელი, თელავის რაიონი. აქტიურად მონაწილეობდა თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაციის საქმიანობაში. 1919 წელს პარტიულ სამუშაოზე იყო გორის მაზრაში, იმავე წლის დასასრულს აირჩიეს ბოლშევიკური პარტიის თბილისის კომიტეტის წევრად. 1920 წელს მენშევიკურმა მთავრობამ დააპატიმრა, განთავისუფლების შემდეგ მუშაობდა ვლადიკავკაზში, შემდეგ ბაქოში - აზერბაიჯანის სამხრეთ საზღვართან საქმეთა სახალხო კომისარიატის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილედ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე იყო: სსსრ იუსტიციის სახკომი და სსსრ პროკურორი, სსსრ შს სახალხო კომისარი (1924-1927), საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე (1937), რეპრესირებულია და შემდგომში რეაბილიტირებული. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.357; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ. 44; ru.openlist.wiki ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |