The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა მათიკაშვილი

შალვა მათიკაშვილი
დაბადების თარიღი:17 აგვისტო, 1898
გარდაცვ. თარიღი:13 ივლისი, 1937  (38 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყვარელი, თელავის რაიონი.

აქტიურად მონაწილეობდა თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაციის საქმიანობაში. 1919 წელს პარტიულ სამუშაოზე იყო გორის მაზრაში, იმავე წლის დასასრულს აირჩიეს ბოლშევიკური პარტიის თბილისის კომიტეტის წევრად. 1920 წელს მენშევიკურმა მთავრობამ დააპატიმრა, განთავისუფლების შემდეგ მუშაობდა ვლადიკავკაზში, შემდეგ ბაქოში - აზერბაიჯანის სამხრეთ საზღვართან საქმეთა სახალხო კომისარიატის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილედ. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე იყო: სსსრ იუსტიციის სახკომი და სსსრ პროკურორი, სსსრ შს სახალხო კომისარი (1924-1927), საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარე (1937), რეპრესირებულია და შემდგომში რეაბილიტირებული. რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე საქართველოში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.357; XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ. 44; ru.openlist.wiki

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია

  • ქალაქის საბჭოების მუშაობა : მოხსენება ქალაქის საბჭოების მუშაობის შესახებ თათბირზე, 1927 წ. დეკემბერში (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1928. - 74გვ.

გააზიარე: