შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია წყნეთელი![]()
ბიოგრაფიამაია წყნეთელის გვარი ცნობილი არ არის. ზეპირსიტყვიერების ცნობით, მისთვის ბატონს შეურაცხყოფა მიუყენებია, ამის გამო მამამისს თავი ჩამოუხრჩვია, დედა კი შიმშილით მომკვდარა. შურისძიების გრძნობით გამსჭვალულ კაცურად გადაცმულ მაიას ერეკლე II-ის კარზე დაუწყია სამსახური. მას ბევრჯერ მებატონეების მიერ ყიზილბაშებზე გაყიდული ქალ-ვაჟი გაუთავისუფლებია. მებატონეთა დაბეზღებამ აიძულა იგი ყაჩაღად გავარდნილიყო. დაღუპულა სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თავგადასავალი აისახა ქართულ ფოლკლორში, თეატრსა და კინოში. XVIII საუკუნის II ნახევრის ქართველი სახალხო გმირი, მათე ყაჩაღად წოდებული. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.360
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |