შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აპოლონ მაიკოვი![]()
ბიოგრაფიაპირველი ლექსი 1835 წელს გამოაქვეყნა. პირველი კრებული 1842 წელს. 40-იან წლებში დაუახლოვდა ბელინსკის, პეტრაშეველებს, "ნატურალური სკოლის" გავლენით დაწერა პოემები "ორი ბედი"(1845), "მაშენკა", "ქალიშვილს"(1846). 1861 წელს აღფრთოვანებული ლექსებით შეხვდა საგლეხო რეფორმას ("სურათი", "ყანა", "მინდვრები"). იგი დაუპირისპირდა რევოლუციონერ-დემოკრატებს, მიემხრო "წმინდა ხელოვნების" მქადაგებლებს. 70-იანი წლებიდან მწერალი მეტწილად რელიგიურ-ფილოსოფიურ ლექსებს წერდა. მას ეკუთვნის ლექსი "ქართველ ქალს"(1842). იგი პოპულარული იყო საქართველოში. ილია ჭავჭავაძემ თავის ლექსში "პასუხი" (1861) დადებითად შეაფასა მისი ერთ-ერთი ლექსი, ხოლო რაფიელ ერისთავმა გადმოაკეთა მისი ლექსები ''სათიბი" და "ნანა". რუსი პოეტი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.362; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.464
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |