The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ მარშანია

ვიქტორ მარშანია
დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:1963  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი საავტომობილო გზების სპეციალობით.

1945 წლიდან იყო თბილისის გზათა მშენებლობის სამმართველოს უფროსი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით კეთილმოეწყო თბილისის ქუჩები, სკვერები, მიწისქვეშა კომუნიკაციები, გალაქტიონის ხიდი, ფუნიკულიორის გზა, ვარაზისხევი, ნაძალადევისა და ავჭალის გზები, აგრეთვე ჩატარდა შოთა რუსთაველის პროსპექტის რეკონსტრუქცია და სხვ.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.763

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1948 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: