The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სევერიან მაისაშვილი

დაბადების თარიღი:21 სექტემბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 1980  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1931 წელს.

თავდაპირველად გრაფიკის დარგში მუშაობდა, მომდევნო წლებში კი შექმნა ბატალური სურათების მთელი სერია: "გიორგი სააკაძის ბრძოლა სპარსელებთან მარაბდის ველზე"(1941), სასტუმრო "თბილისი"; "ნასაკირალის ბრძოლა"(1958) სოფელ შემოქმედის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; "კრწანისის ომი"(1958) კინოთეატრი "ბათუმი" თბილისი; "ასპინძის ომი"(1966), ასპინძის კულტურის სახლი და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა მინიატურის ჟანრში. იგი პირველი ქართველი ხელოვანია, რომელმაც ძველი ტრადიციების გათვალისწინებით განავითარა თანამედროვე ქართული მინიატურული ხელოვნება: "იშვიათი ნანადირევი"(1946), "ყურძნის კრეფა გურიაში"(1946), "კალოობა სვანეთში"(1948), "ურმული"(1948) - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. 1951-1976წწ. შექმნა მინიატურების ციკლი "ძველი თბილისი"(მხატვრის სახელოსნო). იგი წარმატებით მუშაობდა წიგნის გრაფიკის დარგში (სულხან-საბას ორბელიანის იგავ-არაკების ილუსტრაციები, 1937,  საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). მისი ესკიზის მიხედვით შეიქმნა საქართველოს სსრ დროშა (1951). ფერმწერი, მინიატურისტი, გრაფიკოსი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 6.-თბ., 1983.-გვ.366

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: