Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სევერიან მაისაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1931 წელს. თავდაპირველად გრაფიკის დარგში მუშაობდა, მომდევნო წლებში კი შექმნა ბატალური სურათების მთელი სერია: "გიორგი სააკაძის ბრძოლა სპარსელებთან მარაბდის ველზე"(1941), სასტუმრო "თბილისი"; "ნასაკირალის ბრძოლა"(1958) სოფელ შემოქმედის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი; "კრწანისის ომი"(1958) კინოთეატრი "ბათუმი" თბილისი; "ასპინძის ომი"(1966), ასპინძის კულტურის სახლი და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა მინიატურის ჟანრში. იგი პირველი ქართველი ხელოვანია, რომელმაც ძველი ტრადიციების გათვალისწინებით განავითარა თანამედროვე ქართული მინიატურული ხელოვნება: "იშვიათი ნანადირევი"(1946), "ყურძნის კრეფა გურიაში"(1946), "კალოობა სვანეთში"(1948), "ურმული"(1948) - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. 1951-1976წწ. შექმნა მინიატურების ციკლი "ძველი თბილისი"(მხატვრის სახელოსნო). იგი წარმატებით მუშაობდა წიგნის გრაფიკის დარგში (სულხან-საბას ორბელიანის იგავ-არაკების ილუსტრაციები, 1937, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). მისი ესკიზის მიხედვით შეიქმნა საქართველოს სსრ დროშა (1951). ფერმწერი, მინიატურისტი, გრაფიკოსი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.366; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.465 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |