The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ზარიძე

დაბადების თარიღი:8 მაისი, 1938  (85 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1962 წელს.

მუშაობდა ნახევარგამტარების პრობლემურ ლაბორატორიაში. 1973–1990 წლებში მუშაობდა სამხედრო პრობლემებთან დაკავშირებულ დაკვეთებზე. 1981–2008 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ელექტროდინამიკის ლაბორატორიის გამგე. 1991 წლიდან თანამშრომლობდა საზღვარგარეთის მრავალ უნივერსიტეტთან, Motorola-ს კვლევით ლაბორატორიასთან(აშშ), ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 1996 წლიდან იყო ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის ინსტიტუტის (IEEE, აშშ) ორგანიზატორი და განყოფილების გამგე. 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო ემერიტუს პროფესორია. რევაზ ზარიძის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ელექტრომაგნიტური მოვლენების თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა, მოდელირება და სიმულაცია, ველის ზემოქმედება ბიოლოგიურ ობიექტებზე. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა  დოქტორი (1986), პროფესორი (1986).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.316

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • 1995 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

გააზიარე: