The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა რევაზიშვილი

გელა რევაზიშვილი
ოფიციალური სახელი:გიორგი რევაზიშვილი
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 2011  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის 30-ე საშუალო სკოლასა და რკინიგზის სამშნებლო ტექნიკუმში. სწავლის პერიოდში პარალელურად მუშაობდა პლეხანოვის სახელობის კლუბთან არსებულ დრამატულ წრეში; 1946-1947წწ.  მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში; 1948-1953წწ. სოხუმის დრამატულ თეატრში; 1954 წლიდან თბილისის დუმბაძის სახელობის თატრის მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: "წარსული ზაფხული" (დამსვენებელი, 1959), "ცეროდენა რაინდები" (არჩილი, 1963), "ვინ არის მეოთხე?" (1985), "ხსოვნა" (1989), "სერგო გოთორანი (სერგო გოთვერანი)"(2009).

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.214

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებისათვის, ახალგაზრდა თაობის აღზრდაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1978 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: