შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ ქუთათელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1956 წელს. 1956-1964წწ. მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი; 1964-1967წწ. სოხუმის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი; 1975-1985წწ. რუსთავის თეატრის მთვარი რეჟისორი და დირექტორი; 1973-1975წწ. და 1985-1988წწ. კულტურის სამინისტროს თეატრების სამმართველოს უფროსი; 1973 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1989 წლიდან კათედრის პროფესორი; 1991-1992წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს ახალგაზრდული თეატრ-სტუდიის ხელმძღვანელი. დამდგმელი რეჟისორია სპექტაკლების: "უსახელო ვარსკვლავი", "მოსამართლე", "ყარამან ყანთელაძე", "ჯარისკაცის ქვრივი" (მარჯანიშვილის თეატრი) და სხვ.; "მთაში ნათქვამი", "ოიდიპოს მეფე", "მოჩვენებანი" (სოხუმის თეატრი) და სხვ.; "რას იტყვის ხალხი", "დაბადება", "რევიზორი", "კუკარაჩა", "თოლია", "მთვარის მოტაცება" (რუსთავის თეატრი) და სხვ. წყარო: ანზორ ქუთათელაძის პირადი არქივი: artpalace.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.218 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |