The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ქუთათელაძე

ანზორ ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1933
გარდაცვ. თარიღი:2002  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1956 წელს.

1956-1964წწ. მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი; 1964-1967წწ. სოხუმის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი; 1975-1985წწ. რუსთავის თეატრის მთვარი რეჟისორი და დირექტორი; 1973-1975წწ. და 1985-1988წწ. კულტურის სამინისტროს თეატრების სამმართველოს უფროსი; 1973 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1989 წლიდან კათედრის პროფესორი; 1991-1992წწ. საქართველოს კულტურის სამინისტროს ახალგაზრდული თეატრ-სტუდიის ხელმძღვანელი. დამდგმელი რეჟისორია სპექტაკლების: "უსახელო ვარსკვლავი", "მოსამართლე", "ყარამან ყანთელაძე", "ჯარისკაცის ქვრივი" (მარჯანიშვილის თეატრი) და სხვ.; "მთაში ნათქვამი", "ოიდიპოს მეფე", "მოჩვენებანი" (სოხუმის თეატრი) და სხვ.; "რას იტყვის ხალხი", "დაბადება", "რევიზორი", "კუკარაჩა", "თოლია", "მთვარის მოტაცება" (რუსთავის თეატრი) და სხვ.

წყარო: ანზორ ქუთათელაძის პირადი არქივი: artpalace.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.218

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, პირველი მდივანი (1988-2000)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1985 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1974 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: