The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ საღარაძე

გურამ საღარაძე
დაბადების თარიღი:21 მარტი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვების მრეწველობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1967 წელს.

სსრკ სამგზის (1964-1966), მსოფლიოს ორგზის (1963, სოფია; 1965, მანჩესტერი) ჩემპიონი; XVIII ოლიმპიური თამაშების (1964, ტოკიო) და მსოფლიოს ჩემპიონატების (1966, 1967) ვერცხლის პრიზიორი. გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით, რასაც ემყარებოდა მისი ჭიდაობის ტექნიკა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.199; მსოფლიო სპორტი: worldsport.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.64

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1968-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში ჭიდაობის განვითარებაში, ახალგაზრდა თაობების აღზრდაში, მაღალკვალიფიციური სპორტსმენების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და მაღალი სპორტული შედეგების მიღწევისათვის
  • 1965 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1958 - სსრკ სპორტის ოსტატი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: