შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ საყვარელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯგილათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს. 1930-1968წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრას. 1938-1946წწ. იყო სტომატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო დარგში. 1946-1953წწ. სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. შეისწავლიდა ადამიანის ნაყოფის კოლინჯის ეპითელიუმისა და კუნთოვანი ქსოვილის, საშოსა და საშვილოსნოს, აგრეთვე თირკმლის მენჯის რეცეპტორული აპარატის, საკვერცხეების რეპარაციული რეგენერაციის, აგრეთვე მრავალუჯრედოვანი ორგანიზმის გამრავლების მორფოლოგიურ საკითხებს და სხვა. ჰისტოლოგი, მედიცინის მეცნიერების დოქტორი (1928), პროფესორი (1930). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.202 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |