The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სიმონ საყვარელიძე

სიმონ საყვარელიძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1889
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 1968  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯგილათი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს.

1930-1968წწ. განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრას. 1938-1946წწ. იყო სტომატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო და სამეცნიერო დარგში. 1946-1953წწ. სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. შეისწავლიდა ადამიანის ნაყოფის კოლინჯის ეპითელიუმისა და კუნთოვანი ქსოვილის, საშოსა და საშვილოსნოს, აგრეთვე თირკმლის მენჯის რეცეპტორული აპარატის, საკვერცხეების რეპარაციული რეგენერაციის, აგრეთვე მრავალუჯრედოვანი ორგანიზმის გამრავლების მორფოლოგიურ საკითხებს და სხვა. ჰისტოლოგი, მედიცინის მეცნიერების დოქტორი (1928), პროფესორი (1930). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ექიმი-ჰისტოლოგი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.202; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I :2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.52-53

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: