The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტარიელ საყვარელიძე

ტარიელ საყვარელიძე
დაბადების თარიღი:20 აპრილი, 1923
გარდაცვ. თარიღი:23 აპრილი, 1993  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:არტისტი, მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

1941-1946წწ. ქუთაისში ლ. მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო; 1946 წლიდან კ. მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ასრულებდა როგორც დრამატულ, ისე სახასიათო როლებს. მნიშვნელოვანი როლები: მეფე ერეკლე (გოთუას "მეფე ერეკლე"), ჭუჭა (ვაჟ-ფშაველას "მოკვეთილი"), მანუჩარი (კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), დე სილვა და დე სანტოსი (გუცკოვის "ურიელ აკოსტა"), გრაფი შრუზბერი (შილერის "მარიამ სტიუარტი"), კლარენსი, კაპულეტი, მაკბეთი (შექსპირის "რიჩარდ მესამე", "რომეო და ჯულიეტა", "მაკბეთი"), კრეონი (ევრიპიდეს "მედეა", სოფოკლეს "ანტიგონე"), ნაპოლეონი (სარდუსა და მოროს "მადამ სან-ჟენი"), დავანაძე, ქალაქის თავი (ქიაჩელის ''ჰაკი აძბა''), დარისპანი (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"). გადაღებულია ფილმებში: "მამლუქი"(ნაპოლეონ ბონაპარტი, 1958), "ამბავი ერთი ქალიშვილისა"(ილია, 1960), "ჩემი მეგობარი ნოდარი"(კლასის ხელმძღვანელი, 1967),  "დათა თუთაშხია"(გლეხი, 1978) და სხვ. მხატვრული კითხვის ოსტატი, მოღვაწეობდა ქართულ ესტრადაზე.  

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.203

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: