შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიული ჭოხონელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1951 წელს. ერთი წელი სწავლობდა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (სერგეი გერასიმოვის სახელოსნო). 1953-1958წწ. მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მსახიობად; 1958 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "ქოჩორა" (1967), "გაზაფხულის საღამო" (1972), "წინაპართა მიწა" (1979), "ბაგრატიონი" (1985), "სპირალი" (1990), "ანთიმოზ ივერიელი" (2001); სცენარის ავტორია ფილმების: "ქოჩორა" (1967), "ბაგრატიონი" (1985); გადაღებულია ფილმებში: Андриеш (Ukr., 1954), ЧП. Чрезвычайное проишествие (Ru, 1958), "ფატიმა" (იბრაჰიმი, 1958), "დღე უკანასკნელი, დღე პირველი" (ქურდი, 1959), "ერთი ცის ქვეშ" (ამბაკო, 1961), "შეხვედრა წარსულთან" (გოგია, 1966), "წინაპართა მიწა" (ბეთქილი, 1979), "ბაგრატიონი" (ბაგრატიონი, 1985), "სპირალი" (ზურაბ თორაძე, 1990), "ანთიმოზ ივერიელი" (ანთიმოზ ივერიელი, 2001) და სხვ. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.131 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |