შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ თავართქილაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1953 წელს. ამავე წლიდან მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში მსახიობად; პარალელურად მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დუბლიაჟის განყოფილებაში; ერთი წელი მუშობდა სოხუმის თეატრში, საიდანაც დაინიშნა ანსამბლ "ორერას" კონფერანსიედ; მუშაობდა ტელევიზიაში სხვადასხვა გადაცემების წამყვანად. გადაღებულია ფილმებში: "მე გამომძიებელი"(ნოდარ გომელაური, 1971), "მიზანი" (გენერალი, 1979), "მაცივარში ვიღაც იჯდა" (1983), "ორომტრიალი" (1986), "ოქროს ობობა" (მანაშეროვი, 1992), "ქვეყნის მაშანებლები" (ანიმაციური, გახმოვანება, 1997) და სხვ. წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.277 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |