The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ თავართქილაძე

რევაზ თავართქილაძე
დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:5 სექტემბერი, 2013  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1953 წელს.

ამავე წლიდან მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში მსახიობად; პარალელურად მოღვაწეობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" დუბლიაჟის განყოფილებაში; ერთი წელი მუშობდა სოხუმის თეატრში, საიდანაც დაინიშნა ანსამბლ "ორერას" კონფერანსიედ; მუშაობდა ტელევიზიაში სხვადასხვა გადაცემების წამყვანად. გადაღებულია ფილმებში: "მე გამომძიებელი"(ნოდარ გომელაური, 1971), "მიზანი" (გენერალი, 1979), "მაცივარში ვიღაც იჯდა" (1983), "ორომტრიალი" (1986), "ოქროს ობობა" (მანაშეროვი, 1992), "ქვეყნის მაშანებლები" (ანიმაციური, გახმოვანება, 1997) და სხვ.

წყარო: ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.277

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ახალგაზრდობის მაღალმოქალაქეობრივი პათოსით აღზრდაში თვალსაჩინო დამსახურებისათვის
  • კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: