შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა გაწერელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1957 წელს. 1958-1959, 1963-1973, 1975-1996წწ. მოღვაწეობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1959-1960წწ. ჭიათურის თეატრში; 1973-1975წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, სადაც წარმატებით დადგა დ. კლდიაშვილის "ბაკულას ღორები", "ირინეს ბედნიერება", მ. ჯაფარიძის ,"ჩვენებურები"; 1976-1996წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი რეჟისორი. განახორციელა 80-მდე სპექტაკლი. 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე წარმართავდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა მაგისტრანტთა ჯგუფებს საშემსრულებლო ხელოვნებასა და რეჟისურაში. წყარო: საქართველოს ახალი ამბების სააგენტო: ghn.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.178 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |