The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა გაწერელია

შალვა გაწერელია
დაბადების თარიღი:1931
გარდაცვ. თარიღი:2012  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პედაგოგი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1957 წელს.

1958-1959, 1963-1973, 1975-1996წწ. მოღვაწეობდა მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1959-1960წწ. ჭიათურის თეატრში; 1973-1975წწ. მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, სადაც წარმატებით დადგა დ. კლდიაშვილის "ბაკულას ღორები", "ირინეს ბედნიერება", მ. ჯაფარიძის ,"ჩვენებურები"; 1976-1996წწ. მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის მთავარი რეჟისორი. განახორციელა 80-მდე სპექტაკლი. 1960 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე წარმართავდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა მაგისტრანტთა ჯგუფებს საშემსრულებლო ხელოვნებასა და რეჟისურაში.

წყარო: საქართველოს ახალი ამბების სააგენტო: ghn.geწიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.178

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1987 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: