Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამუკა კიკალეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1981 წელს. მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში და მოსკოვში, საქართველოს საელჩოში; 1984 წლამდე მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში; 1984 წლიდან მონაწილეობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინოფილმებში; 1994 წელს შედგა მისი, როგორც რეჟისორის დებიუტი; უკანასკნელ წლებში მუშაობდა რუსეთში საქართველოს საელჩოს ატაშედ, კულტურის განხრით. აპირებდა საკუთარი სატელევიზიო შოუს - "მამუკასთან", შექმნას, გადაღებული იქნა რამდენიმე გადაცემა. დამდგმელი რეჟისორია ფილმის: "ზნედაცემული ანგელოზი" (1992); გადაღებულია ფილმებში: "არაჩვეულებრივი რეისი" (1982), "ბატონი ავანტიურისტები" (ფრენკ ჯექსონი, 1985), "ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი" (სანჩო პანსა, 1989), «Аферисты» (Ru, 1990), «Гулять, так гулять, стрелять, так стрелять» (Ru, 1990), «Паспорт» (Ru, 1990), "უძინართა მზე" (1992), "ზნედაცემული ანგელოზი" (1992), "Coffee with Lemon" (Isr., 1994), «Карнавальная ночь-2» (Ru, 1996), «Принцесса на бобах» (Ru, 1997), «Старые клячи» (Ru, 1999), «Вместо меня» (Ru, 2000) და სხვ. წყარო: ქართული კინო: georgian-cinema.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 23-24 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |