შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ სახოკია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაღმარანი, ახლანდელი გულრიფშის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1926 წელს. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შეიქმნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის შირაქისა (1939) და ყაზბეგის (1961) სამეცნიერო სტაციონარები. 1961 წლიდან ყაზბეგის მაღალმთის სტაციონარის გამგე. მას ეკუთვნის გამოკვლევები ფლორისტიკაში, მცენარეთა სისტემატიკაში, ბოტანიკაში, გეოგრაფიაში, გეობოტანიკაში (კავკასიის მცენარეულობის კლასიფიკაცია, კარტოგრაფირება, მთიანი ქვეყნების ვერტიკალური სარტყლიანობის და გეობოტანიკური დარაიონების პრინციპების დამუშავება). ავტორთა კოლექტივთან ერთად შექმნა სსრკ ევროპული ნაწილის მცენარეულობის რუკა (I გამოცემა-1950, II გამოცემა-1980). თანაავტორია მონოგრაფიისა "სსრ კავშირის ევროპული ნაწილის მცენარეულობა" . ბოტანიკოსი, გეობოტანიკოსი, გეობოტანიკური მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.257 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |