The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბერდი ზაუტაშვილი

დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1932  (91 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით 1955 წელს.

1955–1974 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სექტორში(1967–1974 წლებში იყო  განყოფილების გამგე). 2003 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე-მთავარი სპეციალისტი. 1962 წლიდან პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2006 წლიდან არის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სრული პროფესორი. ძირითადად იკვლევს საქართველოს სასარგებლო წიაღისეულისა და ქიმიურ ელემენტთა ჰიდროგეოქიმიის, მინერალურ, თერმული, სამრეწველო და მტკნარი წყლების განაწილებისა და ფორმირების საკითხებს, სასმელ-სამკურნალო და ბალნეოლოგიურ ჰიდრომინერალურ რესურსებს, საქართველოს მიწისქვეშა სამრეწველო წყლებს და მათი გამოყენების პერსპექტივებს, კავკასიისა და საქართველოს ჰიდროგეოლოგიური დარაიონების პრობლემებს. მას თანაავტორებთან ერთად გამოცემული აქვს "კავკასიის ჰიდროგეოლოგიური რუკა" (თბ., 1997) და "საქართველოს სასმელ-სამკურნალო და ბალნეოლოგიური რესურსების რუკა" (თბ., 1997; ქართ., რუს. და ინგლ. ენებზე). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შრის 3 სახელმძღვანელო. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1988).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.318

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია , ნამდვილი წევრი (1995-)
  • ჰიდროგეოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (1990-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: