The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოლომონ პავლიაშვილი

სოლომონ პავლიაშვილი
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1959  (64 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კაკაბეთი, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხომეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი ეკონომისტის სპეციალობით წარჩინებით 1982 წელს; 1982-1986 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი, ასპირანტურა; 1990-1992 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დოქტორანტურა; 1994 წ. - საჯარო სექტორის მენეჯმენტის სასწავლო პროგრამა. ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა (TACIS) (დიდი ბრიტანეთი, ჩრ. ირლანდია); 1995-1999 წწ. - თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, იურისტი; 1982-1984 წწ. - თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობისდაგეგმვის და მართვის კათედრის ასისტენტი; 1986 წლიდან დღემდე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი; 1993- 1999 წწ. - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე, სოციალური დაზღვევის ინსპექციის უფროსი; 1999-2001 წწ. საქართველოსმე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქიდან; 2001-2003 წწ. - საქართველოს ქონების მართვის მინისტრი; 2003-2004 წწ. - საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე; 2011-2016 წწ. - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი; 2016 წ. - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი; 2016-2017 წწ. - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 01.10.2017 - 15.12.2017 წწ. - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი; 2017 წლის 15 დეკემბრიდან - დღემდე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს 17 მონოგრაფია, (სახელმძღვანელო) და ასზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია მაკროეკონომიკის, მიკროეკონომიკის, აგრარული მეცნიერებების, გარემოს დაცვის, მწვანე ეკონომიკის, ცირკულარული ეკონომიკის, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, მათ შორის: The Caucasus&Clobalization, (Volume5, Isue 3-4.2011. p55. SWEDEN - The World Economic Crisis The Georgia; The Caucasus&Globalization, (Volume 8 Issue 3-4 2014, p.55. SWEDEN - Sustainable Development of Agriculture And Food Security in Georgia; International Collection of scientific proceedings «European Cooperation» vol 5. N5 (2015) - European Union, Georgia And Institutional Environment Of Competiton; ევროკავშირი და კონკურენციის ინსტიტუციური შეფასება (საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომებისკრებული. ტ. 12, თბ., 2015, გვ.67-81); მიწის დეგრადაციის გამომწვევი ფაქტორები და მასთან ბრძოლის ღონისძიებები (საქართველოს სოფლისმეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ნიადაგების დაცვის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. შრომათა კრებული ISSN1512-2743, 2019, გვ. 19); AGROECOLOGICAL SUSTAINABILITY, GREEN ECONOMY AND BUSINESS MODEL OF FINANCIAL INTEGRATION (WORLD SCIENCE № 4(65) April 2021, p.26, ISSN 2413-1032, Publisher – RS Global Sp. z O.O., – Poland); AGRICULTURALLY EFFECTIVE ECONOMIC ACTIVITY (FUNDAMENTAL AND APPLIED RESEARCH IN THE MODERN WORLD, Proceedings of X International Scientific and Practical Conference, ISBN 978-1-73981-124-2, 12-14 May 2021, p.87; Publisher - BoScience, Boston, USA.); RESOURCE EFFICIENCY INCENTIVES AND A SERVICE-BASED CIRCULARECONOMY BUSINESS MODEL (EUROPEAN SCIENTIFIC DISCUSSIONS, PROCEEDINGS OF VII INTERNATIONAL SCIENTIFIC AND PRACTICAL CONFERENCE, ISBN 978-88-329364-02-1 23-25 May 2021, p.376, Publisher-Potere dellaragioneEditore, Rome, Italy); IRRIGATION WATER RESOURCES, MANAGEMENT OF ECONOMIC EFFICIENCY AND CIRCULAR ECONOMY STRATEGY. (SCIENCE AND EDUCATION: PROBLEMS, PROSPECTS AND INNOVATIONS, PROCEEDINGS OF X INTERNATIONAL SCIENTIFIC AND PRACTICAL CONFERENCE, ISBN 978-4-9783419-5-2 JUNE 23-25, 2021, p.72, CPN Piblishing group, Kyoto, Japan); Agricultural Water Management Models for Optimum Use of Water Resources in Georgia ("მოამბე" Georgian Academy Press; ISSN -0132 – 1447, Tbilisi, 2021 ,Vol.15, N3); THE CONCEPT OF AGRICULTURAL EFFICIENCY IN THE CONTEXT OF SUSTAINABLE DEVELOPMENT (European Academic Science and Research, ISSN 2789-1968, Online ISSN 2789- 195X, May 2022, p.4 .Publisher: "EASR", Hamburg, Germany); FORMATION OF MODERN CONCEPT OF AGRICULTURE AND NEW CHALLENGES OF GEORGIA (INNOVATIONS AND PROSPECTS OF WORLD SCIENC, ISBN 978-1-4879-3794-2, June 22-24, 2022, p. 505, Perfect Publishing, Vancouver, Canada). სახელმწიფო პროგრამების შედგენასა და რეკომენდაციების შემუშავებაში ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის 2001 წელს მიღებული აქვს პრეზიდენტის მადლობა. მეცნიერებათა კანდიდატი (1989), დოცენტი (1993), ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001), აკადემიკოსი (2013).

წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდი: mepa.gov.ge; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.285; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი, ვიცე-პრეზიდენტი (2013-)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "თანადგომა", წევრი (2001-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2000-2001)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (2021-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2023 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ოქროს მედალი"
    საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის
  • 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის
  • 2023 - მესტიის საპატიო მოქალაქე
  • 2019 - საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელი
    ქართული ეკონომიკური აზრის განვითარებაში, ეკონომიკური მეცნიერების პოპულარიზაციასა და სწავლებაში შეტალი განსაკუთრებული წვლილისათვის
  • 2019 - პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია
  • 2019 - საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის სიგელი
    ეკონომიკის მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
  • 1999 - საქართველოს პრეზიდენტის პირველი ხარისხის სამეცნიერო სტიპენდია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: