შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ეფრემ ზაქარაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნაჯახავო, ახლანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს. I მსოფლიო ომის დროს ექიმად მსახურობდა (1914–1915) მოქმედ არმიაში. 1921 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1932 წელს დაინიშნა თბილისის წითელი ჯვრის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. 1935–1941 წლებში განაგებდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრას, 1941–1946 წლებში–ამავე ინსტიტუტის ზოგადი ქირურგიის კათედრას. იმავდროულად, 1938–1941 იყო წლებში თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს დირექტორი. ეფრემ ზაქარაიას ნაშრომები ეხება ტეტანუსის მკურნალობის, ართროპლასტიკის, სწორი ნაწლავისა და მუცლის ღრუს ქირურგიის საკითხებს, ტროფიკული ინერვაციის პრობლემას და სხვ. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1937), ქირურგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.319; კომპანია "ავერსი": aversi.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |