The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულნარა ქავთარაძე

გულნარა ქავთარაძე
ოფიციალური სახელი:რუსუდან ქავთარაძე
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:20 დეკემბერი, 2000  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1941 წელს(საფორტეპიანო).

1941 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი; 1957 წლიდან თბილისის "ნიჭიერთა ათწლედის" პედაგოგი(ფორტეპიანო); 1959–1981წწ.  ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო), 1972 წლიდან დოცენტი, 1978 წლიდან პროფესორი; მოწაფეები(40–ზე მეტი), მათ შორის: ი. ბახტაძე, გ. შავერზაშვილი; ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების ერთ–ერთი პირველი შემსრულებელთაგანი; ქართველი კომპოზიტორები ხშირად უძღვნიდნენ ნაწარმოებებს(ო. თაქთაქიშვილი საფორტეპიანო "პოემა"); ქართული რეპერტუარი: ა. ბალანჩივაძე, ა. მაჭავარიანი, ო. თაქთაქიშვილი, ს. ნასიძე, ა. შავერზაშვილი, ს. ცინცაძე; კამერული ნაწარმოებების პირველი შემსრულებებლი და აქტიური პროპაგანდისტი, მათ შორის: ა. ბალანჩივაძე საფორტეპიანო კონცერტი N2, N4, "სამი სურათი", ს. ნასიძე საფორტეპიანო ბალადა(1956, პირველი შესრულება), თ. შავლოხაშვილი სონატა(1970, პირველი შესრულება), ბ. სვანიძე "რონდო მომზადებული ფორტეპიანოსათვის"(1973, პირველი შესრულება), ა. შავერზაშვილი საფორტეპიანო ტრიო N3(1979, პირველი შესრულება), საფორტეპიანო ტრიო N4(1983, პირველი შესრულება), რ. ლაღიძე რონდო–ტოკატა(პირველი შესრულება), ო. თაქთაქიშვილი "პოემა", ა. მაჭავარიანი "ხორუმი", "ბაზალეთის ტბა"; საფორტეპიანო კონცერტები: მ. დავითაშვილი "ფანტაზია", ბ. კვერნაძე კონცერტი N1(1956, პირველი შესრულება), ფ. ღლონტი სიმფონია N9 ელექტროროიალისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის(1983, პირველი შესრულება); გასტროლები: საქართველოს თითქმის ყველა რაიონი, სსრკ, საბერძნეთი, თურქეთი, ეგვიპტე, რუმინეთი, ლიბანი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 473; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.89

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი საშემსრულებლო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1976 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: