The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სესიაშვილი

გიორგი სესიაშვილი
დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 1990  (96 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე, პედაგოგი

ბიოგრაფია

სწავლობდა ჟენევაში (1912), პარიზში (1913, 1914), თბილისის სამხატვრო აკადემიაში (1922-1928).

იყო ი. ნიკოლაძის მოწაფე. 1934 წლიდან თბილისის სამხატვრო აკადემიაში ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1965 წლიდან პროფესორი). შესრულებული აქვს ე. ციციშვილის (1941), ნ. ჯალაღონიას (1957), ე. ბუჩუკურის (1958), პორტრეტები. განსაკუთრებით გატაცებული იყო რელიეფური პლასტიკით. გამოიმუშავა თავისებური ტექნიკა-გიფსოგრაფია (რელიეფური ხაზებით გამოყვანილი ნახატი). ნამუშევრები: "ქარში" (ბარელიეფი, 1930), "მუშაობის შემდეგ" (1936), "პარტიზანი" (1944), "უხვი მოსავალი" (1956), "ბანაობის შემდეგ" (1956), "ქალიშვილი" (1960), "იყო არაბეთს როსტევან..." (1958, ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი) და სხვა. მისი ნაწარმოებების ძირითადი თემაა ადამიანის იდეალურად ლამაზი სხეული, მოძრაობის პლასტიკის მრავალფეროვნება, დინამიკა, რიტმი, რაც მკაფიოდ გამოვლინდა მის რელიეფებში, მცირე ქანდაკებასა და გრაფიკის სერიებში. გრაფიკოსი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.302

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • საქართველოს დამსახურებული მხატვარი

გააზიარე: