The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ქათამაძე

დაბადების თარიღი:21 აპრილი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1979 წელს(საფორტეპიანო).

1983 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო), 2007 წლიდან ასოცირებული პროფესორი; ლაურეატი მოწაფეები: ი. ქაშაკაშვილი, მ. ებრალიძე, ე. შამანაური, თ. წულაძე, გ. გაბელაია; ქართული რეპერტუარი: ა. ბალანჩივაძე საფორტეპიანო კონცერტი N3, რ. ლაღიძე რონდო–ტოკატა, ო. თაქთაქიშვილი ტოკატა, ნ. გაბუნია სონატა N1, ს. ცინცაძე საფორტეპიანო "კონტრასტები", მ. ფარცხალაძე "ფანდურული", ა. შავერზაშვილი "სკერცო", ე. შავერზაშვილი 5 საფორტეპიანო პიესა(1971, პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი, კონცერტები: ბახი d-moll, ჰაიდნი D-dur, მოცარტი N12, N20, ბეთჰოვენი N1, N3, ლისტი N1, N2, სენ–სანსი N2, ჩაიკოვსკი N1, რახმანინოვი N3; თანამშრომლობდა თითქმის ყველა ქართველ დირიჟორთან, მათ შორის: ჯ. კახიძე, ტ. დუგლაძე, ს. კორკოტაშვილი, რ. ტაკიძე, ვ. შუბლაძე, აგრეთვე რ. ბუტრი(საფრანგეთი), ვ. ს. სინაისკი(რუსეთი); გასტროლები: სსრკ, ბულგარეთი, იუგოსლავია, პოლონეთი, საფრანგეთი, უნგრეთი; პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 474

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1985 - იუნესკოს საერთაშორისო ფესტივალი
  • 1983 - ბელგრადი, პრემია
  • 1979 - მ. ლონგისა და ჟ. ტიბოს სახელობის საერთაშორისო კონკურსი, IV პრემია (პარიზი)
  • 1977 - ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი, I პრემია

გააზიარე: