The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალენტინა სვანელი

ოფიციალური სახელი:ვალენტინა ლაკვეხელიანი
დაბადების თარიღი:19 აპრილი, 1905
გარდაცვ. თარიღი:5 იანვარი, 1971  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1923 წლიდან მონაწილეობდა ქუთაისის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1923-1935წწ. მოღვაწეობდა ჭიათურისა და საქართველოს სხვადასხვა თეატრში. 1935 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ჭიათურის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. გამოირჩეოდა შინაგანი სიმართლითა და დახვეწილი პროფესიონალიზმით. განასახიერა 300-მდე როლი. მან შეასრულა.: მართა, მელანო, ეკვირინე (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი", "სამანიშვილის დედინაცვალი", "ქამუშაძის გაჭირვება"), ლირსა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), კესარია (ო. იოსელიანის "სანამ ურემი გადაბრუნდება"), ქაბატო (ა. ცაგარელის "ხანუმა"), კაკალა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ბებია (ნ. დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") და სხვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9-თბ., 1985.-გვ.311

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1970 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: