შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაქარია (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიაზაქარია (ჯორჯაძე) იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1623–1632 წლებში, ნეკრესის ეპისკოპოსი(ნეკრესელი) დაახლოებით 1613–1623 წლებში, სამეფო კარის ეკლესიის წინამძღვარი. 1614 წელს, კახეთში შაჰ-აბას I-ის შემოსევის დროს, ზაქარია კახეთიდან ლტოლვილ თეიმურაზ I-ს ახლდა იმერეთში. მან 1624 წელს ქართლის სამეფო ხელისუფლებას განაახლებინა მცხეთის საკათოლიკოსო მფლობელობა. მიმოწერა ჰქონდა რომის პაპ ურბან VIII-თან, სთხოვდა საქართველოში გამოეგზავნა მკურნალები, მხატვრები და მტრისგან გაძარცული ეკლესიებისათვის ინვენტარ-შესამოსელი, ბარძიმები. მფარველობდა იტალიელ მისიონერებს და ცდილობდა გამოეყენებინა ისინი ქვეყნის ინტერესებისათვის. მეფისა და კათოლიკოსის ურთიერთშეთანხმებით დასავლეთ ევროპაში ელჩად გაიგზავნა ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი, რასაც კასტელის ცნობაც ამოწმებს: "ეს ნიკიფორეა, გვარად ირბახი, მეფისა და საქართველოს პატრიარქის ელჩი". ზაქარიას ურბან VIII-მ საჩუქრად გამოუგზავნა თვალმარგალიტით შემკული მიტრა და ფალონი, მაგრამ იგი ლათინური ყაიდის იყო და ზაქარიამ თეიმურაზ I-ს გადასცა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.321
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |