The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია (აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი)

ოფიციალური სახელი:ზაქარია ჯორჯაძე
სხვა სახელი:ნეკრესელი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ზაქარია (ჯორჯაძე) იყო აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1623–1632 წლებში, ნეკრესის ეპისკოპოსი(ნეკრესელი) დაახლოებით 1613–1623 წლებში, სამეფო კარის ეკლესიის წინამძღვარი. 1614 წელს, კახეთში შაჰ-აბას I-ის შემოსევის დროს, ზაქარია კახეთიდან ლტოლვილ თეიმურაზ I-ს ახლდა იმერეთში. მან 1624  წელს ქართლის სამეფო ხელისუფლებას განაახლებინა მცხეთის საკათოლიკოსო მფლობელობა. მიმოწერა ჰქონდა რომის პაპ ურბან VIII-თან, სთხოვდა საქართველოში გამოეგზავნა მკურნალები, მხატვრები და მტრისგან გაძარცული ეკლესიებისათვის ინვენტარ-შესამოსელი, ბარძიმები. მფარველობდა იტალიელ მისიონერებს და ცდილობდა გამოეყენებინა ისინი ქვეყნის ინტერესებისათვის. მეფისა და კათოლიკოსის ურთიერთშეთანხმებით დასავლეთ ევროპაში ელჩად გაიგზავნა ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი, რასაც  კასტელის ცნობაც ამოწმებს: "ეს ნიკიფორეა, გვარად ირბახი, მეფისა და საქართველოს პატრიარქის ელჩი". ზაქარიას ურბან VIII-მ საჩუქრად გამოუგზავნა თვალმარგალიტით შემკული მიტრა და ფალონი, მაგრამ იგი ლათინური ყაიდის იყო და ზაქარიამ თეიმურაზ I-ს გადასცა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.321


გააზიარე: